ქვაბში ჩავყაროთ დაჭრილი ხორცი, დავასხათ წყალი და მოვხარშოთ. ხარშვის პროცესში მოვხადოთ ქაფი, ხოლო როცა ხორცი მზად იქნება, ამოვიღებთ თეფშზე. პარალელურად,წვრილად დავჭრათ ხახვი, გავთალოთ და დავჭრათ კარტოფილი, ასევე დავჭრათ კომბოსტო. ქვაბში მოვათავსოთ დაჭრილი კომბოსტო და დავახუროთ თავსახური. კომბოსტოს შემდეგ ქვაბში ვამატებთ დაჭრილ კარტოფილს და ვასხამთ წყალს. ბოსტნეულს ვუმატებთ უკვე მოხარშულ ხორცს და გახეხილ სტაფილოს. ბოლოს ვამატებთ გახეხილ ჭარხალს (გაითვალისწინეთ, რომ ჭარხლის დამატების შემდეგ მას აღარ ვხრაკავთ და დიდხანს აღარ ვთუშავთ, რომ ფერი და ვიტამინები შეინარჩუნოს), დავჭყლიტოთ ნიორი, მოვყაროთ მარილი და მწვანილი (ქინძი), ბოლოს კი კარგად ავურიოთ და გემრიელად მივირთვათ.