ბადრიჯანი დაჭერით, მოაყარეთ მარილი და ცოტა ხნით გააჩერეთ, რათა ზედმეტი სითხე გამოუშვას. შემდეგ ხელით კარგად გაწურეთ და ზეთიან ტაფაზე შეწვით. ხახვი ნახევარ რგოლებად დაჭერით და ტაფაზე მოშუშეთ. დაუმატეთ დაჭრილი წითელი ბულგარული წიწაკა და ერთად მოთუშეთ დაახლოებით 5–7 წუთის განმავლობაში შემწვარი ბადრიჯანი გადაიტანეთ ღრმა ჯამში და ხელით მსუბუქად აწეწეთ. დაუმატეთ მოთუშული ხახვი და ბულგარული წიწაკა, ნიგოზი, სუნელები, დაჭყლეტილი ნიორი და წვრილად დაჭრილი ახალი ქინძი. ყველაფერი ხელით ან კოვზით ფრთხილად აურიეთ, რომ ინგრედიენტები თანაბრად გადანაწილდეს და ბადრიჯანი ნიგვზის არომატით კარგად გაიჟღინთოს. ბოლოს მოაყარეთ ბროწეულის მარცვლები, რომლებიც კერძს განსაკუთრებულ ფერს, სილამაზესა და სასიამოვნო გემოს მატებს. მიიტანეთ სუფრაზე მჭადთან და სულგუნთან ერთად და ისიამოვნეთ ნამდვილი ქართული გემოთი! მარტივი, არომატული და უგემრიელესი კერძი, რომელიც როგორც ყოველდღიურ სუფრას, ისე სადღესასწაულო სტუმრობას დაამშვენებს!