ღრმა ჭურჭელში მოათავსეთ 300 გრამი ხაჭო და ჩანგლით მსუბუქად დაჭყლიტეთ. დაამატეთ 30 გრამი შაქარი, 1 კვერცხი, 1 პაკეტი ვანილი და 1/2 ჩ/კ გამაფხვიერებელი. კარგად აურიეთ. მიღებულ მასაში საცრის მეშვეობით გადაანაწილეთ ფქვილი (დაახლოებით 6-7 სუფრის კოვზი) და ერთგვაროვანი, სქელი მასის მიღებამდე კარგად აურიეთ. სამუშაო ზედაპირზე მოაყარეთ ცოტა ფქვილი. თითო სუფრის კოვზი მასა გადაიტანეთ ფქვილზე და ფორმა მისცეთ (უფრო ლამაზი ფორმისთვის შეგიძლიათ ჭიქა ან სპეციალური დამხმარე საშუალება გამოიყენოთ). ტაფაზე გააცხელეთ ცოტაოდენი ზეთი. გადაიტანეთ მომზადებული ოლადები და შეწვით საშუალოზე ოდენ დაბალ ცეცხლზე. როდესაც ერთ მხარეს ოქროსფერს მიიღებს, გადმოაბრუნეთ, დაახურეთ თავსახური და მეორე მხარეც შეწვით (ერთ მხარეს სჭირდება დაახლოებით 3-4 წუთი). გემრიელი და ფუმფულა ხაჭოს ოლადები მზადაა! სურვილისამებრ, შეგიძლიათ მოასხათ თაფლი და მორთოთ ბროწეულის მარცვლებით.