თასში ჩაასხით 200 გ მაწონი, დაამატეთ 1 კვერცხი და კარგად ათქვიფეთ. დაამატეთ 1 ს/კ ზეთი და მარილი, კვლავ აურიეთ. მაგიდაზე გადმოყარეთ გაცრილი ფქვილი, შუაგულში გააკეთეთ ჩაღრმავება და ჩაასხით მიღებული სითხე. მოზილეთ რბილი და ეროვნული ცომი, შემდეგ გაყავით თანაბარ გუნდებად. გაბრტყელებულ ცომში ჩადეთ მომზადებული ჭყინტი ყველი, თავი შეკარით და ხელის ზომით ფრთხილად გააბრტყელეთ. შეწვით ტაფაზე უცხიმოდ, ორივე მხრიდან. როგორც კი გადმოატრიალებთ, წაუსვით კარაქი.