გარეცხეთ და მოათავსეთ ქათმის ბარკლები ქვაბში, დაასხით წყალი, დაუმატეთ დაფნის ფოთოლი და შავი პილპილის მარცვლები. შედგით ცეცხლზე და ხარშვის პროცესში მოაცალეთ ზედაპირიდან ქაფი. მოხარშული ქათამი ამოიღეთ ქვაბიდან, ხოლო მიღებული ბულიონი საწურში გადაასხით, რომ სუფთა სითხე მიიღოთ. ქათამს მოაყარეთ მარილი. ქვაბში ჩაასხით მცირე ზეთები, მოთუშეთ წვრილად დაჭრილი ხახვი და გახეხილი სტაფილო. მოთუშულ ბოსტნეულს დაასხით გაფილტრული ბულიონი, დაუმატეთ დაჭრილი კარტოფილი და მოხარშეთ. ბულიონში ჩააბრუნეთ ქათმის ხორცი, დაუმატეთ ბრინჯი, მწვანილები, მარილი და შავი პილპილი გემოვნებით. წამოადუღეთ სანამ ბრინჯი და კარტოფილი ბოლომდე არ მოიხარშება.