თინუსის ნაჭრებს მოაყარეთ მარილი, შავი წიწაკა, მოასხით ცოტაოდენი ზეითუნის ზეთი და კარგად შეაზილეთ ხელით. შემდეგ შეწვით ცხელ ტაფაზე ყველა მხრიდან, სანამ კარგად არ შეიბრაწება. ცალკე ტაფაზე ზეითუნის ზეთში მოთუშეთ წვრილად დაჭრილი ხახვი. დაამატეთ დაჭრილი ნიორი და ცოტა ხნით ერთად მოთუშეთ. შემდეგ ჩაყარეთ წვრილად დაჭრილი ბულგარული წიწაკა და კიდევ 2–3 წუთი მოთუშეთ. დაამატეთ სოიოს სოუსი, დაახურეთ თავსახური და დაახლოებით 3 წუთით დატოვეთ დაბალ ცეცხლზე. დაამატეთ წინასწარ მოხარშული ბრინჯი, შავი წიწაკა და სურვილისამებრ კიდევ ცოტაოდენი სოიოს სოუსი. ყველაფერი კარგად აურიეთ. მოათავსეთ შემწვარი თინუსი ბრინჯის ზემოდან, გარშემო დაალაგეთ ლიმონის ნაჭრები. დაახურეთ თავსახური, გამორთეთ ქურა და რამდენიმე წუთით დაასვენეთ.