გავთქვიფოთ კვერცხი მარილთან და შაქართან ერთად, დავუმატოთ წყალი, რძე, გადავურიოთ. ჩავაცრათ ფქვილი და გავაერთიანოთ მასა. ბოლოს დავუმატოთ ზეთი. ვაცხოთ ბლინები უცხიმო ტაფაზე მხოლოდ ერთი მხრიდან. შიგთავსისთვის გავხეხე ყველი და შევურიე წვრილად დაჭრილი შებოლილი შაშხი. შეგიძლიათ თქვენთვის სასურველი სხვა შიგთავსიც მოამზადოთ. გადავახვიე ეს ყველაფერი მზა ბლინში, მირთმევის წინ კი ტაფაზე უნდა დავბრაწოთ, რომ ყველი კარგად გადნეს შიგნით. ასე მომზადებული ბლინები გამოდის უნაზესი და უგემრიელესი, ჩაინიშნეთ და სცადეთ.