რბილი კარაქი შაქართან, მწ.მარილთან ერთად ავთქვიფოთ მიქსერით. დავუმატოთ თითო-თითოდ კვერცხი. დავუმატოთ რძე, სოდა/ძმრით. დავუმატოთ ფქვილი+კაკაო და კარგად ავურიოთ. ბოლოს ვუმატებთ მდუღარე წყალს და ნიჩბით კარგად გავაერთიანებთ მასას (ცომი არის თხელი). გადავიტანოთ ფორმაში და გამოვაცხოთ წინასწარ გახურებულ ღუმელში 45 წუთიდან 60 წუთამდე.გააფორმეთ შაქრის პუდრით ან გამდნარი შოკოლადით.