ქათმის კუჭები კარგად გარეცხეთ და მოხარშეთ, სანამ კარგად არ დარბილდება. მოხარშული კუჭები გადაიტანეთ ზეთიან ტაფაზე და კარგად მაბრაწეთ. დაამატეთ ალყა-ალყა დაჭრილი ხახვი და რამდენიმე წუთი ერთად მოშუშეთ. შემდეგ ჩაამატეთ კანგაცლილი და დაჭრილი პომიდორი და ტომატ-პასტა. კარგად აურიეთ. დაახურეთ თავსახური და საშუალო ცეცხლზე 5–10 წუთი ადუღეთ. შემდეგ დაამატეთ წიწაკა, პაპრიკა, ხმელი ქინძი და უცხო სუნელი. ჩაამატეთ დაჭყლეტილი ნიორი და კიდევ ერთხელ წამოადუღეთ. ბოლოს მოაყარეთ დაჭრილი ახალი ქინძი და რეჰანი. გადმოდგით ცეცხლიდან და მიირთვით ცხლად.