ყურძნის წვენში ჩავყარე ფქვილი და ხელის სათქვეფით კარგად ავურიე. მას შემდეგ, რაც ფქვილი კარგად გაიხსნება და ერთგვაროვან მასას მივიღებთ, დავდგათ ცეცხლზე (დაბალ ტემპერატურაზე) და ხის კოვზით განუწყვეტლად ვურიოთ. როდესაც წამოდუღდება და შესქელდება, კიდევ 10-15 წუთი ვურიოთ, შემდეგ დავამატოთ შაქარი. შაქარი მასაში რომ გაიხსნება, ჩვენი ფელამუშიც მზადაა! გადმოვიტანოთ ფორმებში. შეგიძლიათ მიირთვათ როგორც ცხელი, ისე ცივი. გემრიელად მიირთვით!