თევზის ფილეს წინასწარ მოვასხათ ლიმონის წვენი და დავამარინადოთ.სოკო თხლად დავჭრათ და ხახვთან ერთად კარაქში მოვშუშოთ. დავასხათ ნაღები და გავაგრძელოთ შუშვა რამდენიმე წუთით, სანამ შესქელდება. დავამატოთ მარილი, პილპილი, ოხრახუში ან კამა.გავახუროთ ღუმელი 180 გრადუსზე.ფენოვანი ცომი მსუბუქად გავაბრტყელოთ, გავყოთ ორად. ერთ ფენაზე გადავიტანოთ სოკო, დავადოთ თევზის ფილე, მოვაყაროთ მარილი და პილპილი. ზემოდან გადავაფაროთ ცომის მეორე ნაჭერი და გვერდები კარგად შემოვუკეცოთ. ზემოდან გადავუსვათ ათქვეფილი კვერცხი.გამოაცხეთ 30 წუთი, სანამ ოქროსფერი არ გახდება.