გატეხეთ კვერცხები, მოათავსეთ ჯამში და დაუმატეთ ვანილი. დაამატეთ შაქარი და მიქსერით გათქვიფეთ, სანამ მასა არ გათეთრდება. მიღებულ მასას სათითაოდ დაუმატეთ ზეთი, ნაღები და დარიჩინი (ან თქვენთვის სასურველი სუნელი). ჩაამატეთ გახეხილი სტაფილო. ცალკე აურიეთ ფქვილი, გამაფხვიერებელი და სოდა, შემდეგ კი შეურიეთ ძირითად მასას. მიღებული ცომი გადაიტანეთ ცხიმწასმულ ფორმაში და აცხეთ 175 გრადუსზე სრულ მზაობამდე.