ბადაგის ნახევარი ქვაბში ჩავასხი და დაბალ ცეცხლზე დავდგი. პარალელურად, ფქვილი დანარჩენ ბადაგში გავხსენი. მიღებული მასა წვრილ საწურზე გადავწურე, რომ ფქვილის ზედმეტი პატარა გუნდები არ გაჰყოლოდა, და შემთბარ ბადაგს შევურიე. ხარშვის პროცესში მუდმივად ვურიე, რომ ძირზე არ მიმწვარიყო (საერთო ჯამში, დაბალ ცეცხლზე 20-25 წუთის განმავლობაში იშუშება). სერვირებისთვის გადაიტანეთ სასურველ ჭურჭელში, მოაყარეთ ნიგოზი და მიირთვით გემრიელად!