ავთქვიფოთ კვერცხი და შაქარი, დავუმატოთ არაჟანი და ზეთი. შემდეგ გამოვრთოთ მიქსერი, ჩავაცრათ ფქვილი და გამაფხვიერებელი, მოვურიოთ სილიკონის ან ხის კოვზით და დავუმატოთ ქიშმიში (რომელსაც წინასწარ 1 ს/კ ფქვილი მოვაყარეთ). საცხობ ფორმას წავუსვათ ზეთი და ფქვილი მოვაყაროთ ძირზეც და გვერდებზეც, გადავიტანოთ მასა ფორმაში და ვაცხობთ 170–180°C-ზე დაახლოებით 50 წუთის განმავლობაში. მზაობა ხის ჩხირით შევამოწმოთ.