პირველ რიგში, ქათმის ფრთები მოათავსეთ ჭურჭელში, დაამატეთ 4–5 სუფრის კოვზი მაწონი, 1 ჩაის კოვზი მდოგვი, სოიოს სოუსი, მწიკვი მარილი და 1 ჩაის კოვზი პაპრიკა. კარგად აურიეთ და გააჩერეთ მაცივარში რამდენიმე საათით. დამარინადების შემდეგ, ფრთები ჯერ ათქვეფილ კვერცხში ამოავლეთ, ხოლო შემდეგ გადაიტანეთ საფანელში (საფანელის არქონის შემთხვევაში შეგიძლიათ ჩვეულებრივი ფქვილიც გამოიყენოთ). მომზადებული ფრთები ჩაუშვით ცხელ ზეთში და შეწვით ორივე მხრიდან. გაითვალისწინეთ, რომ ზეთი არ უნდა იყოს ძალიან მაღალ ტემპერატურაზე, რათა ფრთებმა შიგნიდანაც მოასწროს მოხარშვა.