ხაჭო, კვერცხი და რძე დავაბლენდეროთ. მიღებული მასა გახეხილ ყველს დავასხათ. დავამატოთ სოდა და გამდნარი კარაქი, შემდეგ კი კარგად ავურიოთ. ბოლოს შევურიოთ ფქვილი და მიღებული მასა საცხობი ქაღალდით დაფარულ ლანგარზე თხელ ფენად გადავანაწილოთ. გამოვაცხოთ წინასწარ გახურებულ ღუმელში 180°C-ზე, დაახლოებით 20 წუთის განმავლობაში, სანამ ზედაპირი ოქროსფერი არ გახდება.