700 გრამი საქონლის ხორცი მოათავსეთ ქვაბში, დაუმატეთ დაფნის ფოთოლი და წიწაკა, დაასხით წყალი და მოხარშეთ. როდესაც ხორცი მოიხარშება, გადმოიტანეთ ჯამში და საჭიროებისამებრ დაჭერით სასურველ ზომებად. მოხარშული ხორცი დააბრუნეთ ქვაბში, დაუმატეთ ცოტა კარაქი და მსუბუქად მოშუშეთ. დაუმატეთ 4 თავი წვრილად დაჭრილი ხახვი, დააფარეთ თავსახური და ერთად მოშუშეთ. ხორცს დაუმატეთ 2 სუფრის კოვზი ტომატ-პასტა და 300 გრამი კარგად დაჭრილი პომიდორი. შეაზავეთ მარილით, ხმელი ქინძითა და უცხო სუნელით. ბოლოს მოაყარეთ ახალი დაჭრილი ქინძი და ოხრახუში.