მანდარინის ტორტი-სუფლე -საახალწლო დესერტი
მანდარინის ტორტი-სუფლე -საახალწლო დესერტი
დრო 50წთ
ულუფა 6
სირთულე საშუალო
შეინახე რეცეპტი

ინგრედიენტები

  • ნუშის ფირფიტები - 1 ს.კ
  • ფქვილი - 60 გ
  • ნაღები 35 % - 600 მლ
  • კვერცხი - 4
  • ჟელატინი - 8-10 გ
  • შაქრის პუდრი - 215 გ
  • მანდარინი - 1 კგ
  • რომი - 1 ს.კ
  • მარილი - დანის წვერით
მომზადების წესები
4 კვერცხის გული და 125 გ შაქარი გათეთრებამდე ავთქვიფოთ, ნელ-ნელა დავამატოთ ფქვილი. ცალკე ავთქვიფოთ ცილა მწიკვ მარილთან ერთად და ფრთხილად შევურიოთ ცომს. ქაღალდჩაფენილ ფორმაში 1 სმ სისქეზე დავასხათ ცომი და 150 გრადუსზე გამოვაცხოთ 10 წუთი.

ბისკვიტი გამოვჭრათ საშუალო ზომის ყალიბის ზომაზე. ჩავდოთ ამავე ყალიბში.
ჟელატინი დავალბოთ ცივ წყალში, გადავწუროთ და გავადნოთ. დავაბლენდეროთ 6 მანდარინი, 50 გ შაქარი და რომი, დავამატოთ გამდნარი ჟელატინი.
ავთქვიფოთ ნაღები 40 გ შაქართან ერთად და შევურიოთ მანდარინს. კრემი კარგად გავაციოთ, შემდეგ ფორმაშივე დავასხათ ბისკვიტს და მაცივარში შევაბრუნოთ.
ზემოდან მოვრთოთ მანდარინის ლებნებით და ნუშის ფანტელებით.