სადღესასწაულო სუში
სადღესასწაულო სუში
დრო 40წთ
ულუფა 4
სირთულე საშუალო
შეინახე რეცეპტი
თუ სუში ძალიან გიყვართ და გსურთ სადღესასწაულო სუფრაზეც გაიტანოთ, შესანიშნავ ვარიაცის გთავაზობთ:მიეცით მას უფრო სადღესასწაულო იერი და საუზმეულის სახით გაიტანეთ სუფრაზე , მთავარი კერძის მიტანამდე.

ინგრედიენტები

  • შაქარი - 1 ჩ.კ
  • ბრინჯის ძმარი - 2 ს.კ
  • მწვანე ხახვის ღეროები
  • ვასაბი ან ჯანჯაფილის მწნილი
  • დამარილებული, ახალი ორაგული - 100 გ
  • სუშის ბრინჯი - 200 გ
  • მარილი - 1 ჩ.კ
მომზადების წესები
ბრინჯი მოამზადეთ კოლოფზე მითითებული ინსტრუქციის თანახმად. ზოგადად, სუშის ბრინჯი მზადდება ასე: 1 ჭიქა გარეცხილ ბრინჯს დაასხით 1 - 1.5 ჭიქა წყალი და მოხარშეთ 15-20 წუთი. გადაიტანეთ ჯამში (სასურველია ხის) და დაასხით 2 ს.კ ბრინჯის ძმარში გახსნილი 1 ჩ.კ მარილი და 1 ჩ.კ შაქარი. მოურიეთ ხის კოვზით და გააგრილეთ. ბრინჯის ძმრის შეცვლა თეთრი ღვინის ძმრით შეგიძლიათ.

ბრინჯის ყოველი ულუფის დამუშავების წინ ხელები დაისველეთ ცივ წყალში. მიეცით ბრინჯის გუნდებს ოთხკუთხა ფორმა ხელით ან ლითონის პატარა ფორმების დახმარებით. ზემოდან დაადეთ ჯანჯაფილის მწნილის 1 ნაჭერი ან ცოტაოდენი ვასაბი, შემდეგ შესაბამისი ზომის ორაგულის ნაჭერი.

შეკარით ხახვის ღეროებით და გადაიტანეთ თეფშზე. მიირთვით სოიოს სოუსთან ერთად.