რეცეპტში გამოყენებულია ჭვავის (მუქი) და კურკუმა დამატებული(ყვითელი) პური. კურკუმა გემოს დიდად არ უცვლის, მაგრამ მხიარულ ყვითელ ფერს ანიჭებს ცომს, რაც ეფექტურად გამოიყურება. ასეთი პური თავადაც შეგიძლიათ დაამზადოთ, ჩვეულებრივ პურის ცომში დაამატებთ დაფქულ კურკუმას. შეგიძლიათ ყვითელი სიმინდის ფქვილი ხორბლის ფქვილს შეურიოთ , ესეც კარგ შედეგს იძლევა და გემრიელ სიმინდის პურს მიიღებთ.პურს ქერქს მოაშორებთ და თანაბარ, თხელ კვადრატებად დაჭრით.მოამზადეთ გულსართი:1) შეურიეთ წვრილად დაჭრილი კრაბები და მაიონეზი, დაამატეთ ქინძი, შავი პილპილი. პურების ნახევარს ეს მასა წაუსვით.2)არაჟანს ან კრემ-ყველს დაამატეთ ლიმონის წვენი, დაჭრილი კამა, პილპილი და დარჩენილ პურებს წაუსვით.შებოლილი ან დამარილებული ორაგული თხლად დაჭერით და სენდვიჩებს შუაში ჩააყოლეთ. დაალაგეთ ფერების მონაცვლეობით.