გაყინული ხილისაწურზე გადაიტანეთ და ისე გაალღვეთ. ღუმელი 210 გრადუსზე გაახურეთ.1 კვერცხი და 3 კვერცხის გული შაქართან ერთად გათეთრებამდე ათქვიფეთ. შეურიეთ სახამებელი, ნუშის ფქვილი, შემდეგ დარჩენილი ცილებისგან ცალკე ათქვეფილი ბეზე.ფორმაში ჩააფინეთ საცხობი ქაღალდის და დაასხით ცომი. აცხვეთ 10 წუთი. სუფთა პირსახოცზე დააბნიეთ შაქარი და ზედ გადმოიღეთ ბისკვიტი ქაღალდით ზემოთ, ააცალეთ ქაღალდი და გადაახვიეთ. * რულეტის გადახვევის ტექნიკას გაეცანით ამ ვიდეო-რგოლში.ნაღები კარგად გააცხელეთ, მაგრამ არ აადუღოთ. გადმოიღეთ ცეცხლიდან, ჩადეთ მასში ჩაის პაკეტი და დამტვრეული შოკოლადი. ხშირად ურიეთ რომ შოკოლადი გადნეს და ერთგვაროვანი მასა მიიღოთ. გააციეთ.გაშალეთ ბისკვიტი და გადაუსვით 2/3 კრემი. კიდესთან, სიგრძეზე ზოლად დაალაგეთ ხილი, გადაახვიეთ კვლავ რულეტივით. გადაუსვით კრემი ზემოდანაც და შეინახეთ მაცივარში სერვირებამდე.შემდეგ მორთეთ და დაჭერით.