დრო
60წთ
ულუფა
8
სირთულე
მარტივი
შეინახე
რეცეპტი
ინგრედიენტები
- კარაქი - 75
- ფქვილი - 100 გ
- სიმინდის სახამებელი - 50 გ
- შაქარი - 100 გ
- კვერცხი - 4
- მოხარშული შესქელებული რძე - 1 ქილა
მომზადების წესები
გაახურეთ ღუმელი 210 გრადუსზე. გაადნეთ კარაქი. 3 კვერცხის ცილა ათქვიფეთ ღრუბელივით.
1 კვერცხი და 3 კვერცხის გული ცალკე ათქვიფეთ შაქართან ერთად გათეთრებამდე. შეურიეთ სახამებელი, ფქვილი, გამდნარი კარაქი და ბოლოც ბეზე.
ფორმას ჩაუფიენთ ქაღალდი და ჩაასხით ცომი. გამოაცხეთ 7-10 წუთი. გადმოიღეთ ცხაურზე, ზემოდან ნესტიანი პირსახოცი დააფარეთ და გააციეთ.
წაუსვით ბისკვიტს მოხარშული შესქელებული რძის ნაწილი და ფრთხილად გადაახვიეთ. შეფუთეთ კულინარიულ ცელოფანში და მაცივარში შეინახეთ 1 საათი მაინც, რომ კარგად დარბილდეს.
მირთმევის წინ ცელოფანი მოხსენით და დარჩენილი კრემი გადაუსვით. დაჭერით ულუფებად და გემრიელად მიირთვით.