ფილეს თხელი ნაჭრები დავბეგვოთ.წვრილად დავჭრათ ოხრახუში, ნიორი, გავხეხოთ პარმეზანი, შევურიოთ ერთმანეთში, დავადოთ დაბეგვილ ხორცის ნაჭრებს და გადავახვიოთ. დავამაგროთ ხის ჩხირით. ტაფაში გავაცხელოთ ზეთი და ყველა მხრიდან შევწვათ ხვეულები. დავასხათ ღვინო, ვადუღოთ 5 წუთი და დავამატოთ პამიდვრის პიურე , შაქარი, როზმარინი, მარილი, პილპილი და 35 წუთი დაბალ ცეცხლზე ვშუშოთ. სოუსი უნდა შესქელდეს და შემცირდეს.გარნირად მოუმზადეთ მაკარონი.