მაიონეზი, დაჭრილი ოხრახუში, ხახვი და მდოგვი ერთმანეთში ავურიოთ. ჩავამატოთ დაჭრილი ქათმის ხორცი, ბეკონი და გახეხილი ყველი. ცომი გავაბრტყელოთ და თანაბარი ზომის 16 სამკუთხედად დავჭრათ. ფორმაში წრიულად ჩავალაგოთ, ისე, რომ სამკუთხედის განიერ მხარეს, ერთი წვერო მეორეზე გადადიოდეს. ამ მხარესვე დავალაგოთ გულსართი, ზემოდან დავამატოთ წვრილად დაჭრილი პამიდორი და წვერო ზემოდან გადმოვაკეცოთ. გამოვაცხოთ 180 გრადუსზე, სანამ ოქროსფერს არ მიიღებს. შემდეგ თეფშზე გადავიტანოთ, შუაში სალათა მოვათავსოთ და სუფრასთან მივიტანოთ