გემრიელი ნამცხვრები საჩუქრების ფორმით
გემრიელი ნამცხვრები საჩუქრების ფორმით
დრო 0წთ
ულუფა 0
სირთულე მარტივი
შეინახე რეცეპტი

ინგრედიენტები

  • ფქვილი - 115 გ +15 გ კაკაო
  • ფქვილი - 130 გ
  • კვერცხი - 1
  • კარაქი - 100 გ
  • შაქარი - 100 გ
მომზადების წესები
ათქვიფეთ შაქარი და კარაქი, შემდეგ შეათქვიფეთ კვერცხი. გაყავით ეს მასა ორად, ერთს დაამატეთ 130 გ ფქვილი, მიღებული ცომი ცელოფანში გაახვიეთ და მაცივარში შეინახეთ.
მეორე ნაწილს დაამატეთ 115 გ ფქვილი და კაკაო, ეს ცომიც შეინახეთ მაცივარში 1 საათი.

ამ დროის გასვლის შემდეგ, გააბრტყელეთ ორივე ცომი, თეთრი 6მმ სისქეზე, შავი კი 4მმ-ზე. კაკაოანი ცომის ნაწილი ბაფთების გასაკეთებლად გადაინახეთ. თეთრ ცომს სიგრძეზე 4 ლენტა მოაჭერით, შავს ორი და შემდეგ ამ თეთრი ლენტების შუა მოათავსეთ. შემდეგ თითოეული კიდევ ჩავჭრათ სიგრძეზე და მათ შუა ვერტიკალურად ჩავდოთ შავი ცომის ლენტი(ფოტო 3)

გავჭრათ, ზემოდან დავუმაგროთ ცომის ბაფთები და გამოვაცხოთ175 გრადუსზე 15 წუთი. ძალიან არ უნდა დაიბრაწოს.