მსხვილად გახეხილ ვაშლს დაასხით წყალი და ჩათუთქეთ. რამდენიმე წუთში, სითხეს რომ დაიშრობს, ჩაამატეთ 1 მთლიანი ლიმონი, კანიანად დაბლენდერებული (კურკები გამოაცალეთ) და შაქარი. კარგად აურიეთ.ცილით და შაქრით მოამზადეთ ბეზე. სათითაოდ შეურიეთ კვერცხის გულები, შემდეგ კარაქი, ფქვილი, გამაფხვიერებელი. დაასხით ცომი ქაღალდჩაფენილ ფორმაში და გამოაცხეთ 180 გრადუსზე 10-12 წუთი.ბისკვიტი გადაიტანეთ სუფთა ტილოზე ან პირსახოცზე, ააცალეთ ქაღალდი, ცხელზევე წაუსვით ვაშლის მასა და გადაახვიეთ.მორთეთ თქვენი გემოვნებით