ღორის ფილეს ნაჭრები დავბეგვოთ, დავაყაროთ მარილი, პილპილი. დავადოთ ქლიავის ჩირი და გადავახვიოთ. გარედან შემოვახვიოთ ბეკონის ნაჭერი და დავამაგროთ ხის ჩხირით.შევწვათ ზეთიან ტაფაზე ყველა მხრიდან, შემდეგ დავასხათ ბულიონი და 15-20 წუთი კიდევ ვადუღოთ დაბალ ცეცხლზე.სოუსისთვის შეგვიძლია დავამატოთ რამდენიმე კოვზი ნაღები და შევაზავოთ მარილით და პილპილით.