სოკო დაჭერით და მოშუშეთ ზეითუნის ზეთში, ხახვთან ერთად. ბოლო წუთებში დაამატეთ ნიორი, მარილი, პილპილი, ქონდარი (ტიმიანი) სურვილის შემთხვევაში შეგიძლიათ ისპანახიც შეურიოთ: სოკოს გადაიტანთ თეფშზე, იმავე ტაფაში კი ისპანახს მოშუშავთ.გააბრტყელეთ ფენოვანი ცომი (შეარჩიეთ სამარხვო), გადაიტანეთ გულსართი და დააფარეთ ცომის მეორე ნაწილი. გამოაცხეთ 200 გრადუსზე, სანამ არ დაიბრაწება.გულში შეგიძლიათ სხვა ბოსტნეულიც შეურიოთ: კარტოფილი, სტაფილო...არასამარხვო ვარიანტს გულში 150 გ ყველიც შეგიძლიათ ჩააყოლოთ, თავზე კი ლამაზი ფერისთვის ათქვეფილი კვერცხი გადაუსვათ.