გაახურეთ ღუმელი 80 გრადუსზე. თასში მოათავსეთ ცილა, შაქარი, მარილი, ძმარი, ვანილი და დადგით ორთლის აბაზანაზე. დაიწყეთ თქვეფა - ცილა ნელნელა გასქელდება, გათბება, შაქარი კი მთლიანად გადნება.განაგრძეთ თქვეფა, სანამ არ მიიღებთ პრიალა, მკვრივ ბეზეს.პერგამენტის ქაღალდი ჩააფინეთ თუნუქის ფურცელზე და საკონდიტრო ტომრის დახმარებით დასვით ჯერ დიდი ბურთები, ზემოდან კი შედარებით პატარა.გამოაშრეთ ღუმელში 2-2.5 საათი. ბეზე კარგად უნდა გაშრეს, მაგრამ არ უნდა დაიბრაწოს.გაციების შემდეგ, საკონდიტრო საღებავებით მიახატეთ ცხვირი და თვალები.