ამ კანაპეს მომზადება ძალიან ადვილია და სუფრაზე ეფექტურად გამოიყურება. პამიდორ ჩერის თავები გადავაჭრათ და კოვზით გული ფრთხილად ამოვუღოთ. შიგნით შეგვიძლია ჩავუდოთ ცოტა პაშტეტი, მაიონეზიანი ნებისმიერი სალათა ან მხოლოდ მაიონეზი. მივამაგროთ კვერცხი წვეროს მხრიდან და ხის ან პლასტიკის ჩხირით დავაფიქსიროთ. პამიდორზე, რომელიც "სოკოს " ქუდის როლშია, გავაკეთოთ წინწკლები. გემრიელი კანაპე სოკოს ფორმით მზადაა!