ხაჭო, კვერცხი, შაქარი, ვანილი და მარილი ავთქვიფოთ ხელის სათქვეფით კარგად. დავამატოთ გაცრილი ფქვილი და სოდა. მივიღებთ რბილ ცომს. ტაფაზე დავაფინოთ ცხიმწასმული ქაღალდი. ნოტიო ხელებით გავაკეთოთ გუნდები და დავალაგოთ ტაფაზე. გამოვაცხოთ წინასწარ 190 გრადუსზე გახურებულ ღუმელში 12 წუთი, შემდეგ თავზე ფუნჯით წავუსვათ რძე, მოვაფრქვიოთ შაქარი და კვლავ შევაბრუნოთ ღუმელში 3-5 წუთი.