ქვაბში გავაცხელოთ რძე (შეგვიძლია წყალთან გავაზავოთ). ჩავამატოთ კარაქი და მარილი. კარაქი რომ ბოლომდე გადნება ჩავყაროთ ფქვილი და ხის კოვზით ვურიოთ. როცა ცომი ქვაბის კედლებიდან ადვილად დაიწყებს მოშორებას და მოგუნდავდება, ცეცხლიდან გადმოვიღოთ. შემდეგ დავამატოთ კვერცხები და თან ვთქვიფოთ. შემდეგ ცომი გადავიტანოთ საკონდიტრო ტომარაში და ცხიმწასმულ ან ქაღალდჩაფენილ ფორმაში 5 სმ შუალედებით დავსვათ სასურველი ზომის ეკლერები ან შუ. გამოვაცხოთ 180 გრადუსზე გახურებულ ღუმელში. გაციებული ეკლერები ამოვავსოთ კრემით, ზემოდან კი გამდნარი შოკოლადის მინანქრით დავფაროთ. კრემს ვამზადებთ ასე: კვერცხის გულები და შაქარი ავთქვიფოთ. დავამატოთ ვანილი, რძე, ფქვილი და სახამებელი. შევასქელოთ დაბალ ცეცხლზე, გამუდმებული მორევით.