კვერცხი და შაქარი ავთქვიფოთ, დავამატოთ არაჟანი, სოდა და ბოლოს ფქვილი. ცომი გავყოთ ორად და ერთ ნაწილს დავამატოთ კაკაო. თითოეული ცომიდან გამოვაცხოთ 2-2 ფირფიტა, ანუ სულ ოთხი, შეგვიძლია გამოვაცოთ თითო დიდი ფირფიტა და შემდეგ ორად გავყოთ. ცხვება 180 გრადუსზე.კრემისთვის ცხიმიანი არაჟანი დაგვჭირდება, ავთქვიფოთ შაქართან ერთად და წავუსვათ ფენებს. ზემოდან გახეხილი შოკოლადი მოვაყაროთ.