ქათამი გარეცხეთ და დაჭერით, ამოავლეთ ფქვილში ნაჭრები და დაბრაწეთ ზეთში. დაამატეთ წვრილად დაჭრილი ხახვი და ნიორიც. შემდეგ ქათამს დაასხით 1 ჭიქა ღვინო და 2 ჭიქა ბულიონი, ჩაამატეთ დაფნა და წითელი წიწაკა. შუშეთ ქათმის დარბილებამდე, შემდეგ დაამატეთ ზეთისხილი, , წვრილად დაჭრილი, კანგაცლილი პამიდორი. რამდენიმე წუთში, როცა პამიდორიც დარბილდება, კერძი მზადაა. მოაყარეთ სასურველი მწვანილი: ქონდარი, ოხრახუში, ბაზილიკი, რეჰანი