კვერცხის ცილა კარგად ავთქვიფოთ მწიკვ მარილთან ერთად, ნელ-ნელა ვამატოთ შაქარი და ვთქვიფოთ, სანამ კარგი ბეზეს მასას არ მივიღებთ.შოკოლადს დავასხათ რძე და გავადნოთ. ავურიოთ ლიმონის ცედრა და კონიაკი.შოკოლადის მასა ოდნავ შევაგრილოთ და შევათქვიფოთ გათქვეფილ ცილას, შემდეგ კი მოვათავსოთ ფორმებში ან ფუჟერებში.შოკოლადის მუსი მინიმუმ 1 საათით მაცივარში შევდგათ და მერე მივირთვათ.დესერტი მოვრთოთ ლიმონის ცუკატებით.