კვერცხი და შაქარი კარგად ავთქვიფოთ მიქსერით, სანამ თეთრი ქაფივით არ გახდება. დავამატოთ არაჟანი და სოდა. შემდეგ გაცრილი ფქვილი, მწიკვი მარილი, ბოლოს კი გამდნარი კარაქი. ცომი ორ ნაწილად გავყოთ. ერთში კიდევ 2 ს.კ ფქვილი დავამატოთ, მეორეში კი ამდენივე კაკაო. კარგად ავურიოთ ორივე მატგანი.26-28 სმ დიამეტრის ფორმას წავუსვათ კარაქი. დავიწყოთ ცომის ჩასხმა ცენტრში - მონაცვლეობით ვასხამთ 2-2ს.კ თეთრ და შავ ცომს. არ ავურიოთ.გამოვაცხოთ 180 გრადუსზე გახურებულ ღუმელში.გაგრილებულ ნამცხვარს თავზე მოვასხათ გამდნარი შოკოლადი ან პუდრა მოვაყაროთ