დარბილებულ კარაქს შევურიოთ მარილი, პილპილი, დაჭრილი მწვანილი, გავაკეთოთ პატარა ბურთულები და გავყინოთ. ქათმის ფილე (უმჯობესია თუ ძვალიც ზედ ექნება) შუაზე გადავჭრათ სიბრტყეზე და მსუბუქად დავბეგვოთ. მოვაყაროთ მარილი და პილპილი. შუაში ჩავუდოთ კარაქის ბურთი და გადავახვიოთ, ისე რომ არ დავუტოვოთ ღია ნაწილი.კვერცხი და რძე ავთქვიფოთ.ამოვავლოთ კატლეტი ჯერ ფქვილში, შემდეგ კვერცხში, შემდეგ საფანელში. მერე ისევ კვერცხში და საფანელში.შევწვათ მდუღარე ზეთში, საშუალო ტემპერატურაზე, სანამ ოქროსფერი არ გახდება.