კარტოფილი საშუალო ზომაზე დავჭრათ და მარილიან წყალში სანახევროდ მოვხარშოთ. წიწაკას თესლი ამოვაცალოთ, ნიორთან, სუნელებთან და 2 ს.კ ზეთთან ერთად ბლენდერში დავაქუცმაცოთ. თევზს მოვაყაროთ მარილი და წავუსვათ ეს ცხარე ნარევი. ჩავდოთ თევზი ღუმელის ფორმაში, გარშემო შემოვუწყოთ კარტოფილი და დაჭრილი ლიმონი, მოვასხათ დარჩენილი ზეთი.შევწვათ 200 გრადუსზე20-30 წუთი. მზა თევზს ლიმონის წვენი მოვასხათ.