წყალში გავხსნათ შაქარი და საფუარი, შემდეგ დავამატოთ მარილი და ფქვილის ნაწილი. ავურიოთ, დავამატოთ ზეთი და 150 გ ყველი.ნელ-ნელა ვამატოთდარჩენილი ფქვილიც. მოვზილოთ ერთგვაროვანი, პრიალა ცომი. დავდგათ ასაფუებლად სითბოში.შემდეგ დიდ ტაფას დავაფინოთ ქაღალდი, ცომისგან გავაკეთოთ 12 პატარა გუნდა და დავალაგოთ ერთმანეთისგან მოშორებით. ვაცადოთ 15-20 წუთი, რომ ხელახლა ამოფუვდნენ.ზემოდან გადავუსვათ ათქვეფილი კვერცხი და მოვაყაროთ დარჩენილი ყველი და გამოვაცხოთ 200 გრადუსზე დაახლოებით 30 წუთი