სტაფილო გავფცქვნათ და მსხვილ სახეხზე გავხეხოთ. ხახვი, კომბოსტო და წიწაკა გავასუფთავოთ და გრძელ ზოლებად დავჭრათ. ღრმა ტაფაში (სასურველია ვოკში) დავასხათ ზეთი და დავყაროთ ბოსტნეული. დაახლოებით ათი წუთის განმავლობაში ვშუშოთ, თან ვურიოთ. ბოლოს მოვასხათ სოიის სოუსი და გადმოვდგათ ცეცხლიდან. შევაზავოთ მარილითა და პილპილით. გაითვალისწინეთ, რომ სოიის სოუსი მლაშეა და ამიტომ მარილი ზომაზე მეტი არ მოგივიდეთ. მოვაყაროთ ქუნჯუთის მარცვლები, ავურიოთ და მივიტანოთ სუფრასთან.