მუხუდო (ნუტი) წინასწარ დავალბოთ რამდენიმე საათით. შემდეგ გადავწუროთ, დავასხათ ახალი წყალი და სანახევროდ მოვხარშოთ.ხახვი და რგოლებად დაჭრილი სტაფილო მსუბუქად მოვშუშოთ. დავამატოთ გადაწურული, ნახევრად მოხარშული მუხუდო, დავასხათ 1 ჭიქა წყალი, დავაფაროთ თავზე და ვხარშოთ საბოლოო მომზადებამდე. მზა კერძს დავამატოთ მარილი, პილპილი, დაჭრილი ოხრახუში, სურვილის შემთხვევაში ცოტა ნიორიც. მივირთვათ თბილი