ბრინჯი გავრეცხოთ, დავასხათ მდუღარე წყალი და ცეცხლზე შემოვდგათ.პარალელურად, ტაფაზე დავბრაწოთ დაჭრილი სოკო და ხახვი. შეგვიძლია დავამატოთ გახეხილი სტაფილოც. მოშუშულ ბოსტნეულს დავამატოთ მოხარშული, გადაწურული ბრინჯი. ავურიოთ და კიდევ 2 წუთი ვშუშოთ დაბალ ცეცხლზე. დავამატოთ მარილი, პილპილი და დაჭრილი მწვანე ხახვი ან ოხრახუში