ბისკვიტი: მისი გამოცხობა წინა დღით სჯობს. კვერცხი და შაქარი კარგად ავთქვიფოთ, სანამ თეთრი ქაფივით არ გახდება. დავამატოთ ვანილი, გამდნარი და გაგრილებული კარაქი, თანდათან დავამატოთ ფქვილიც. ფრთხილად ამოვურიოთ, გადავიტანოთ კარაქწასმულ ფორმაში და 180 გრადუსზე გამოვაცხოთ 15-20 წუთი. დასანამად მოვამზადოთ სიროპი: შაქარი და წყალი წამოვადუღოთ 2-3 წუთი, გავაგრილოთ და შევურიოთ შამპანური.მუსი: კვერცხის ცილა და გული გავაცალკევოთ. ჟელატინი წყალში დავალბოთ. გულები მსუბუქად ავთქვიფოთ. შამპანური, ლიმონის წვენი და შაქრის ნახევარი გავათბოთ ცეცხლზე, მაგრამ არ ავადუღოთ. უბრალოდ გავაცხელოთ რომ შაქარი გადნეს. წვრილ ზოლად დავასხათ კვერცხის გულებს და ვურიოთ. დავდგათ დაბალ ცეცხლზე, ვხარშოთ და გამუდმებით ვურიოთ რომ არ ადუღდეს. მივიღებთ თხელი კისელივით მასას. გადმოვდგათ და ცოტა გავაგრილოთ. სანამ გაგრილდება, ავთქვიფოთ ნაღები. გავადნოთ ჟელატინი (ზედმეტი წყალი გადავწუროთ)შევურიოთ ნაღებს. შემდეგ ნაღები ფრთხილად შევურიოთ შამპანურიან მასას. ბოლოს ავთქვიფოთ ბეზე ცილითა და დარჩენილი შაქრით. ძალიან დელიკატურად შევურიოთ მუსს.ტორტის ასაწყობად დაგვჭირდება შესაბამისი ზომის გასახსნელი ფორმა ან სპეციალური რგოლი. ჩავდოთ ბისკვიტი, დავნამოთ, დავადოთ მუსი, კარგად გავანაწილოთ და მაცივარში 1 საათით შევდოთ.ჟელე: სანამ ტორტი ცივდება, ჟელე უნდა მოვამზადოთ. დამბალი ჟელატინი გავათბოთ შამპანურთან , შაქართან და ლიმონის წვენთან ერთად. შაქარი უნდა გადნეს. მარწყვი შუაზე გავჭრათ, დავალაგოთ ტორტზე. ზემოდან დავასხათ ცოტა ჟელე, შევდოთ მაცივარში 15 წუთით. შემდეგ დანარჩენი ჟელეც დავასხათ. გავაჩეროთ მაცივარში 4 საათი, სანამ ჟელე ბოლომდე არ გამაგრდება.მარწყვის ნაცვლად შეიძლება გამოვიყენოთ ანანასი.