ღუმელი გაახურეთ 180 გრადუსზე. ღუმელის სტანდარტულ ტაფას დააფინეთ ქაღალდი.აურიეთ გაცრილი ფქვილი, კაკაო, სოდა, შაქარი. დაამატეთ ათქვეფილი კვერცხი და კარგად შეურიეთ. დაასხით ტაფაზე, მოასწორეთ და გამოაცხეთ 8-10 წუთიარაჟანი ათქვიფეთ შაქართან ერთად, ნიგოზი დაჭერით, ალუბალს კურკა გამოაცალეთ.პირსახოცი ან ქაღალდი დააფინეთ მაგიდაზე, მოაფრქვიეთ ცოტა შაქარი. გადმოაბრუნეთ გამომცხვარი ბისკვიტი, ააცალეთ ქაღალდი რაზეც გამოცხვა. გადაუსვით კრემი, მოაყარეთ ნიგოზი, ერთ მხარეს დაალაგეთ ალუბლები და ამ მხრიდანვე გადაახვიეთ რულეტივით.ზემოდანაც გადაუსვით კრემი და შედგით მაცივარში რამდენიმე საათი.