ღუმელი 180 გრადუსზე გაახურეთ. პატარა ფორმებს (185მლ) ან ჭიქებს წაუსვით კარაქი.გაადნეთ შოკოლადი და კარაქი. კვერცხები ათქვიფეთ მიქსერით, სანამ ფუმფულა, ღია ფერის მასას არ მიიღებთ. შეურიეთ შოკოლადი, შემდეგ კაკაო და ფქვილი.გაანაწილეთ ფორმებში 3/4-ზე. გულში ჩაუდეთ შოკოლადის ნატეხები , ზემოდან თავი მოუსწორეთ და 15-20 წუთი აცხვეთ. ცომი უნდა შეიკრას, მაგრამ ბოლომდე არ გამოცხვეს. 10 ცუთი ფორმაშივე გააგრილეთ, შემდეგ კი თეფშზე გადმოიღეთ