ინგრედიენტების რაოდენობა ამ სალათში მთლიანად თქვენს გემოვნებას უნდა მოარგოთ. თუ ყველი ფეტა ზედმეტად მარილიანია თქვენთვით, შეგიძლიათ წინასწარ დაალბოთ რძეში ან მინერალურ წყალში. მწვანილიც თქვენი გემოვნებით დამატეთ: კამა, პიტნა, ქინძი ან სულაც ოხრახუში.ბოსტნეული დაჭერით, ხახვი ალყა-ალყად. შეურიეთ ყველაფერი ერთმანეთს, მოასხით ზეთი და მოაყარეთ მარილი, პილპილი, მწვანილი. ყველი შეგიძლიათ დაჭრათ კუბებად, ან დაადოთ მოზრდილი ნაჭერი. ზოგიერთი რეცეპტის მიხედვით, ამატებენ გამხმარ ორეგანოსაც (თავშავა)