ხორცი მოზრდილ ნაჭრებად დავჭრათ , როგორც მწვადისთვის. დავამატოთ ნაღები, კანგაცლილი, დაჭყლეტილი პამიდორი, რგოლებად დაჭრილი ხახვი, მარილი, პილპილი ცედრა. კარგად ავურიოთ და გადავიტანოთ შესაბამისი ზომის ქოთანში . დავასხათ მდუღარე წყალი, ისე რომ ხორცი კარგად გაფაროს და ცოტა ასცდეს კიდეც. მოვამზადოთ ღუმელში 200-220 გრადუსზე დაახლოებით 60-70 წუთი