ალუბალს კურკა გამოვაცალოთ და გამოშვებულ წვენთან ერთად გადავიტანოთ ქვაბში. დავამატოთ შაქარი და 5 წუთი ვადუღოთ. სახამაბელი გავხსნათ 3 ს.კ ცივ წყალში და ჩავამატოთ ალუბალს. წამოვადუღოთ და გავაციოთ.ხაჭო, 75 გ შაქარი, რძე, 1 ლიმონის ცედრა ერთმანეთს შევურიოთ, დავაცრათ ფქვილი და სოდა, მოვზილოთ ცომი.ცომი ოთხკუთხედად გავაბრტყელოთ, წავუსვათ ალუბლის მასა და რულეტივით გადავახვიოთ. დავჭრათ 5 სმ სიგანის ნაჭრებად და გადავიტანოთ ქაღალდჩაფენილ ფორმაში, ერთმანეთთან ახლოს.ზემოდან ატქვეილი კვერცხი გადავუსვათ და გამოვაცხოთ 175 გრადუსზე