გასუფთავებულ თევზს წავუსვათ მარილი, პილპილი და დავჭრათ სასურველ ზომაზე. შევწვათ ზეთიან ცხელ ტაფაზე, კანიანი მხარე -ქვემოთ. წვის დროს ტაფაშივე ჩავაგდოთ დანით გასრესილი ნივრის კბილი. თევზი გადმოვაბრუნოთ და მოვასხათ ცოტა სოუსი, შემდეგ კვლავ გადავაბრუნოთ და მოვასხათ სოუსის ნაწილი. ასე გავიმეოროთ რამდენჯერმე, სანამ თევზი არ შეიწვება.