კვერცხის ცილა ავთქვიფოთ, თანდათან შევათქვიფოთ შაქარი. მივიღებთ ბეზეს, რომელსაც ბოლოს ვამატებთ ფქვილს და წვრილად დაჭრილ თხილს. ეს მასა უნდა გადავიტანოთ 2 საშუალო ზომის ერთნაირ ფორმაში, რომელშიც წინასწარ ჩავაფენთ საცხობ ქაღალდს. ცხვება 150 გრადუსზე 2 საათი. გამომშრალი ბეზე გავაციოთ 12 საათი და ავაცალოთ ქაღალდი. მოვამზადოთ კრემი: ქვაბში ავურიოთ რძე და კვერცხი, დავამატოთ შაქარი. დავდგათ დაბალ ცეცხლზე და ვხარშოთ ადუღებიდან 5 წუთი. გაგრილების შემდეგ შევათქვიფოთ კარაქი და ვანილი. 200 გ კრემს შევურიოთ კაკაო, თეთრს დავამატოთ კონიაკი. ბეზეს ფენებს წავუსვათ თეთრი კრემი, გარედან და გვერდებზე კაკაოანი. მოსართავად შეგვიძლია გამოვიყენოთ თხილი ან თეთრი კრემი